საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს

პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თსუ რექტორის 2023 წლის 4 დეკემბრის №303/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი.

 

  1. სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიებით დაფინანსება ითვალისწინებს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,თსუ“) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი  ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან  ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა დაფინანსებას წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, ქვემოთმოცემული წესით შერჩევის საფუძველზე:

     

  2. სტიპენდიის მოპოვების მიზნით შესარჩევ კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (შემდგომში - ,,გაზაფხულის სემესტრი“) მონაცემებზე დაყრდნობით, ქულათა რანჟირების გზით უმაღლესიდან უდაბლესისკენ შემდეგი წესის მიხედვით:

     

    1. გაზაფხულის სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს 91 ქულას ან მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:

       

      1. გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის მიღება. თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);

         

      2. გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით- კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);

         

      3. მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).

         

  3. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრულად ვერ აითვისებს გამოყოფილ სტიპენდიანტთა რაოდენობას, აუთვისებელი სტიპენდიების რაოდენობის ფარგლებში, სტიპენდიის მოპოვების მიზნით შესარჩევ  კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ქულათა რანჟირების გზით უმაღლესიდან უდაბლესისკენ შემდეგი წესის მიხედვით:

     

    1. გაზაფხულის სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა ნაკლებია 91 ქულაზე. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:

       

      1. გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის მიღება. თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);

         

      2. გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ის ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);

         

      3. განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).ამ წესის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ სტიპენდიანტთა შერჩევისას, თუ ბოლო ადგილზე თანაბარი ქულა აქვს რამდენიმე სტუდენტს, უპირატესობა მიენიჭება შემდეგ თანმიმდევრობას:

         

        1. წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას;
        2. სოციალურად მოწყვლად ჯგუფს;
        3. სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობას;
        4. სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.

         

  4. სტიპენდიის მფლობელი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტისას სტიპენდიის გაცემა შეწყდება.

     

  5. ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაუცემელი თანხის სხვა სტუდენტისთვის სტიპენდიის სახით წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით დანიშვნის შესახებ.

     

  6. სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასებას ახორციელებს შესაბამისი ფაკულტეტი.

     

  7. სტიპენდიით დაფინანსება არ გაიცემა პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.

     

  8. სტიპენდიით დაფინანსებულ სტუდენტთა ერთიანი სია მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით.

     

სავალდებულოა!  კანდიდატებმა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად  წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  1. პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. წინა სემესტრის განმავლობაში (2023 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე) ზემოთ ჩამოთვლილ სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა) ასეთის არსებობის შემთხვევაში (შერჩევის პროცესში მხედველობაში არ იქნება მიღებული ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ვერ დგინდება ზუსტი თარიღი).
  4. იმ სტუდენტებმა, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში სასწავლებლად იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  5. „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი;

 

დოკუმენტაცია მიიღება  2023 წლის 5 დეკემბრიდან  8  დეკემბრის ჩათვლით, 17 სთ-მდე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ მეორე კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №111;

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 05/12/2023